საერთაშორისო დამკვირვებელი ესპანეთიდან – ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხალხი იყენებს ხმის მიცემის უფლებას, იმედი მაქვს, პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება

საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელი ესპანეთიდან დადებითად აფასებს.

„საარჩევნო უბანი გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხალხი იყენებს უფლებას, საარჩევნო უბანზე მივიდეს და ხმა მისცეს,“ – აცხადებს ესპანეთის სენატის წევრი, ლუის ხესუს ურიბე-ეჩებარია აპალატეგუისი, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.

„დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება.

საქართველო აგრძელებს საარჩევნო პროცესებში დემოკრატიულად ჩართვას თავისუფალი, უსაფრთხო, კონკურენტული და გამჭვირვალე გზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა დამკვირვებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები