ირაკლი კირცხალია: დღეს, როგორც არასდროს, არჩევანი არის ძალიან მარტივი – ეს არის ჩვენი ქვეყნის, სოფლებისა და ქალაქების მშვიდობიანი განვითარება

„დღეს, როგორც არასდროს, არჩევანი არის ძალიან მარტივი – ეს არის ჩვენი ქვეყნის, სოფლებისა და ქალაქების მშვიდობიანი განვითარება,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კირცხალია საზოგადოებას მოუწოდებს, დაუთმონ მაქსიმუმ ერთი საათი არჩევნებს და გასცენ მეათედ და საიუბილეოდ ღირსეული, ქართული პასუხი აგენტურას, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით.

“დღეს, როგორც არასდროს, არჩევანი არის ძალიან მარტივი. არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების მშვიდობიან, სტაბილურ განგრძობად განვითარებას და იმ დესტრუქციას და აგენტურულ საქმიანობას შორის, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლებია განსაკუთრებით. როგორც ქვეყნის შიგნით იმ ე.წ. ოპოზიციური პარტიებისგან და „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ და ქვეყნის გარედან იმ ღიად ნიღაბ ჩამოხსნილი მათი პატრონებისგან, რომელიც აქ გვიგზავნის იმ დესტრუქციულ სცენარებს, რომელსაც აქ ეს ჩვენი უსამშობლოთა გაერთიანება ყურმოჭრილად და ვასალურად ასრულებს.

მე მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, რომ დაუთმონ მაქსიმუმ ერთი საათი და გასცენ მეათედ და საიუბილეოდ ის ღირსეული, ქართული პასუხი აგენტურას, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, რომელიც უქადის ჩვენს ქვეყანას პროქსი სახელმწიფოდ ქცევას და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გახვეული იმ უბედურებაში, რასაც ვხედავთ ჩვენ, თუნდაც, უკრაინასთან მიმართებაში.

დღევანდელი დღე იქნება საბოლოო პასუხი იმ აგენტურული ქსელისთვის, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. მეათედ და საიუბილეოდ, დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართველები გასცემენ ღირსეულ პასუხს იმ ხალხს, რომელიც არაფერს კარგს არ უქადის ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები