ლევან მახაშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას
„ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას,“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„დილიდანვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. არჩევნებში მონაწილეობა, ხალხის აზრის პატივისცემა არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, ხოლო არჩევნებისა და ხალხის აზრის უგულებელყოფა, არჩევნებისთვის გვერდის ავლა, ბოიკოტი, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი გზა 90-იანების განუკითხაობაში დაბრუნების, რასაც ჩვენ – ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.