ირაკლი ჩიქოვანი: მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას

„მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს, ჩემს მეგობარს, დავით კოდუას,“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანში საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური და სწორი ხედვა.

„მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჩემს მეგობარს, დავით კოდუას და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც გვექნება მყარი უმრავლესობა.

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც აქვს რეალური და სწორი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები, როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები