ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ისინი შეძლებენ:
• ცესკოს ვებგვერდზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას
• კონტაქტ-ჰაბის ოპერატორის მომსახურებას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე
• კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ნათარგმნია:
• ამომრჩეველთა ერთიანი სია
• საარჩევნო ბიულეტენი
• ბიულეტენის შევსების წესი
• კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები