შალვა პაპუაშვილი – მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტზე: “ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ყალბი ამბავი, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა

“ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ყალბი ამბავი, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ყალბი ამბავი, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა. აშკარაა, რომ მიმდინარეობს კოორდინირებული საინფორმაციო თავდასხმა არჩევნებზე და ის მხოლოდ გაძლიერდება არჩევნების მიმდინარეობისას. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სიფხიზლე და დაელოდოს ყველა ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებას”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, შს სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი ნაწილი იდენტიფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები