მიხეილ სააკაშვილი: აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად

აქამდე უკან ვიხევდით, ახლა ისინი უნდა გავაქციოთ, აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აქამდე ჩვენ პასუხის მოლოდინში ვიყავით, ახლა ჩვენ გავცემთ პასუხს და მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას.

აქამდე კეთილი ნების იმედად ვიყავით, ახლა ჩვენ გამოვავლენთ მტკიცე ნებას.

აქამდე ძალის წინაშე ბრძოლით, თუმცა უკან ვიხევდით, ახლა ისინი უნდა გავაქციოთ. აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად“, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები