გურამ ნიკოლაშვილი: უპრეცედენტო ტიპის არჩევნებია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ეს არჩევნები არის ერთგვარი გაგრძელება შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების და იმ პროცესის, რაც მას მოჰყვა

უპრეცედენტო ტიპის არჩევნებია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ეს არჩევნები არის ერთგვარი გაგრძელება შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების და იმ პროცესის, რაც მას მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, ისტორიკოსმა, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა დროს გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ დროშის ქვეშ, მათ ყოველ ჯერზე წააგეს არჩევნები და იგივე მოხდა შარშანაც.

„რითაც გასული ბოლო 5-6 წელი დახასიათდება, არის ის, რომ მთავარ როლს თამაშობდა ოპოზიცია, რომელიც უფრო და უფრო იყო რევანშისტული და ის ცდილობდა ნებისმიერ ფასად დაებრუნებინა ძალაუფლება. ამიტომაც, ამომრჩეველთა უმრავლესობა დარჩა პრაქტიკულად შინაარსმოკლებული დებეტის თუ რაიმე საკითხზე კონცენტრირებული გადაწყვეტების გარეშე. მას უკვე აღარ რთავდნენ ისეთ პროცესში რასაც ჰქვია ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესება. ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა პოლარიზაცია და შარშან საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნა წყდებოდა. შემდეგ, როდესაც ამ ფონზე ეს გამოწვევა მმართველმა პარტიამ მიიღო და გაიმარჯვა, მათ საპარლამენტო ადგილების 2/5 მოიპოვეს და მათ ეს მანდატები გადაყარეს.

ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა დროს გაერთიანებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროშის ქვეშ შეკრებილი, ვნახეთ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ვინაიდან ეს მაინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდის ქვეშ, მათ ყოველ ჯერზე წააგეს არჩევნები და იგივე მოხდა შარშანაც“, – აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები