შალვა პაპუაშვილი: პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს

,,ბატონმა პაატამ იმაზე იზრუნოს ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ ის არა მხოლოდ პასუხისმგებელი არის პოლიტიკურად, ის ოფიციალურად არის ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიც”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას, რა დროსაც მან თქვა, რომ „მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებას“ გაისტუმრებენ, სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი არ მოხდება.“

შალვა პაპუაშვილის თქმით,
„ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს.

„რა თქმა უნდა, 4-ში, 5-ში და შემდეგ წლებშიც გამართულად იმუშავებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველა შტო ხელისუფლებისა და მათ შორის არჩევითი წარმომადგენლები.

ასე რომ ბატონმა პაატამ იმაზე იზრუნოს ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელი არის პოლიტიკურად, ის ოფიციალურად არის ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები