პაატა ბურჭულაძე: ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
,,ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”,- ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
,,ვიღებთ პასუხისმგებლობას – არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი ისეთი, როგორიც არის ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.