ეკა სეფაშვილი: დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩაივლის მშვიდ და საქმიან გარემოში
,,ხალხის ძალის” წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ხვალინდელი არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.
,,დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩაივლის მშვიდ და საქმიან გარემოში. რუსთაველზეც გამოვლენ გარკვეული რაოდენობის ხალხი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში იქნებიან მოტყუებული, ზოგ შემთხვევაში კი ამისთვის მათ გადახდილი ექნებათ გარკვეული ფულადი სახსრები როგორც უცხოეთიდან ასევე საშინაო, გარკვეული სხვადასხვა წარმომავლობის ფონდებიდან.
მთავარი ის არის, რომ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის სხვადასხვა აქტივისტს ბრძოლის არავითარი იარაღი არ შემორჩათ გარდა იმისა, რომ ესკალაციაზე წავიდნენ, თუმცა, ამას ვერანაირად ვერ მოახერხებენ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვე დარწმუნდა მათ მავნებლობაში და მათ მოწოდებებს იოლად არ აჰყვება“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.