ირაკლი ქადაგიშვილი – ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ეს გვაჩვენებს ევროპაში გარკვეული წრეები როგორ არიან რეალობას აცდენილი საქართველოსთან მიმართებით
„ეს რეზოლუცია გვაჩვენებს ევროპაში გარკვეული წრეები როგორ არიან რეალობას აცდენილი საქართველოსთან მიმართებით,“– ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ისეთ რეზოლუციას როცა იღებენ, რომლის მიზანია საარჩევნო გარემოს დაზიანება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მიზნებზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 612 წევრისგან შედგება. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 65-მა ადამიანმა. კარგად გვესმის, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფია, რომელიც დაკავებულია ტყუილებით სავსე და ტენდენციური რეზოლუციის მიღებით, რათა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში რევოლუციური ჩირაღდანი არ დაუვარდეს. ეს რეზოლუცია გვაჩვენებს, ევროპაში გარკვეული წრეები როგორ არიან რეალობას აცდენილი საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ერთ-ერთი შესწორების მიხედვით: „ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილ წევრებს წევრობის დროს მიცემული ხმების ან საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე ემუქრებათ.