ირაკლი ქადაგიშვილი – ნათელია, რომ ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს

„ნათელია, რომ ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს, ყველაფერი აგებულია ან ცარიელ ლაპარაკზე, ან პროვოკაციის ჩადენაზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სამხედრო პირები არიან და შეიძლება, ინფორმირებულები არიან, რა შეიძლება იყოს. ეს ადამიანები კარგად აანალიზებენ, რომ სახელმწიფო ძლიერია და ყველა სქემა გაშიფრულია. აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ პროვოკაცია თუ მოხდება, პასუხისმგებლობა მათზეც იქნება, ამიტომ ამ ყველაფერს ემიჯნებიან. სხვა პოლიტიკოსებიც არიან, ვინც ხვალინდელ პროცესს ემიჯნება, განსაკუთრებით მომიტინგეთა მხრიდან პროვოკაციას. ნათელია, რომ ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს. ეს ყველაფერი აგებულია ან ცარიელ ლაპარაკზე, ან პროვოკაციის ჩადენაზე. ყველა პროვოკაცია მყისიერად აღიკვეთება. ვინც ამას ჩაიდენს, მათზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები