ნინო კობახიძე შშმ ბავშვთა მშობლების მოთხოვნებს გაეცნო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა პრობლემებზე შშმ პირთა გაერთიანებული საბჭო იმსჯელებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 27 ოქტომბერს გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაცია შშმ პირთა მშობლებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ მიაწოდა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად შემუშავებულ პეტიციას ნინო კობახიძე პირადად გაეცნო.
პეტიციაში შშმ ბავშვების მშობლები დღის ცენტრების გახსნას, ცენტრებში ბავშვების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას, საარსებო მინიმუმის გაზრდას და მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენას ითხოვენ.
ნინო კობახიძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რას აკეთებს სახელმწიფო შშმ პირებთან დაკავშირებული 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებით და რა ღონისძიებების განხორციელება იგეგმება შშმ ბავშვთა პრობლემების მოსაგვარებლად.
შშმ ბავშვთა მშობლებს ასევე განემარტათ, რომ სამდივნო, რომელიც აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებდა, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოს დაქვემდებარებაში გადმოვიდა, რაც შშმ პირებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები