თენგიზ შარმანაშვილი – ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები როცა რეალობას არ შეესაბამებოდა, მის განხილვაზე უარი ვთქვით – იმიტომ კი არა, რომ გავჯიქდით და მათ არ ვუსმენთ, არამედ იმიტომ, რომ ტყუილებზე აგებულ რაღაც დოკუმენტებს არ ვუპასუხებთ

„ევროპარლამენტის შანტაჟს როცა არ დავექვემდებარეთ, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავემორჩილებით?” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და თავიანთ მოღალატეობრივ გზას აგრძელებს.

„ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რასაც წინა რეზოლუციები ნიშნავდა. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები როცა რეალობას არ შეესაბამებოდა, მის განხილვაზე უარი ვთქვით. იმიტომ კი არა, რომ გავჯიქდით და მათ არ ვუსმენთ, არამედ იმიტომ, რომ ტყუილებზე აგებულ რაღაც დოკუმენტებს არ ვუპასუხებთ და ამას ჩვენ წინააღმდეგ ვერც შანტაჟისთვის გამოიყენებენ, რადგან შანტაჟს არ ვექვემდებარებით.

ევროპარლამენტის შანტაჟს როცა არ დავექვემდებარეთ, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავემორჩილებით? ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და თავიანთ მოღალატეობრივ გზას აგრძელებს, რადგან ჯერ ითხოვდნენ, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, შემდეგ მოლაპარაკებები არ გაეხსნათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები