თენგიზ შარმანაშვილი – სახელმწიფომ ოპოზიციის ე.წ. გეგმების შესახებ ყველაფერი იცის და რეაგირებაც იქნება
„მალავენ, რომ ძალადობრივ აქციას გეგმავენ? სახელმწიფომ მათი ე.წ. გეგმების შესახებ ყველაფერი იცის და რეაგირებაც იქნება, „– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, პრემიერის, ასევე, მამუკა მდინარაძის გამოსვლამ და გაფრთხილებამ, რომ სახელმწიფო არაკანონიერ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს, ზოგისთვის ცივი შხაპივით იმოქმედა.
„გენერლებს შეიძლება, რაღაც ინფორმაცია ჰქონდეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ასეთ არაადეკვატურ ადამიანებს გეგმა არ ჰქონდეთ, მათ არაადეკვატური რაღაცების დაგეგმვა სპონტანურად შეუძლიათ. როგორც ჩანს, პრემიერის, მამუკა მდინარაძის გამოსვლამ და გაფრთხილებამ, რომ სახელმწიფო არაკანონიერ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს, ზოგისთვის ცივი შხაპივით იმოქმედა და ეს კარგია. ვისაც ცხოვრება ირეალურ სამყაროში უნდა, რეალურ პასუხს მიიღებს. ვინც ხვდება, რომ საქმე სახელმწიფოსთან აქვთ, ისინი ამ ყველაფერს ემიჯნებიან, რადგან იციან, სახელმწიფო ძლიერია და ყველა კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირება ექნება, თუ რაიმე აქვთ დაგეგმილი ან სპონტანურად წარმოიშვას. ძალადობრივ აქციას რომ გეგმავენ, ამას მალავენ? ორი ადამიანი ციხეშია, ვინც ამის თაობაზე ღიად განაცხადა, ერთი დამხობას გეგმავდა და ამას საჯაროდ ამბობდა, მეორე, საარჩევნო უბნების დარბევაზე ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ეს გეგმები არსებობს, მაგრამ რამდენად შორსმიმავალია, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან არაადეკვატურები არიან და რაიმე სერიოზულს ვერ იზამენ. სახელმწიფომ მათი ე.წ. გეგმების შესახებ ყველაფერი იცის და რეაგირებაც იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.