რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევში „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გამოჩენის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ესკალაციის თვისობრივად ახალ ეტაპს ნიშნავს.
„აზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს, რომლებმაც გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახეს? რა თქმა უნდა, დააზიანებს, როგორ შეიძლება ეს არ მოხდეს? „ტომაჰავკების“ გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალ ეტაპს აღნიშნავს, მათ შორის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.