შალვა პაპუაშვილი: მზად ვართ ბრიუსელს ვაპატიოთ ის ცრუ კრიტიკა, რომელიც „ფარას“ კანონთან დაკავშირებით იყო – მზად ვართ ეს წყენა დავივიწყოთ
მზად ვართ ბრიუსელს ვაპატიოთ ის ცრუ კრიტიკა, რომელიც „ფარას“ კანონთან დაკავშირებით იყო და ეს წყენა დავივიწყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასეთია სამყარო, როდესაც მას იუპიტერებად და ხარებად ყოფენ. ბრიტანეთში დღეს ამოქმედდა „უცხოური გავლენის რეგისტრაციის კანონი“, რომელიც ამბობს იმას, რაც გვაქვს ჩვენ.
„საქართველომ დღეს რომ მოვინდომოთ და დავაფინანსოთ ბრიტანეთში გინდათ მედიაგამოცემა და გინდათ არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების საკითხებზე სამუშაოდ, ჩვენ, საქართველო უნდა დავრეგისტრირდეთ ბრიტანეთის უცხოური გავლენის რეესტრში. ხოლო ბრიტანეთს, რომელიც იგივე რამეს აფინანსებს ჩვენთან, არ უნდა დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის რეესტრში.
თუკი საქართველო დააფინანსებს ბრიტანეთში ზუსტად იგივე რამეს, უნდა დავრეგისტრირდეთ და ბრიტანეთი რომ აფინანსებს საქართველოში ამის რეგისტრაციის მოთხოვნა არიას დიდი შეურაცხყოფა ბრიტანეთისთვის. რა ხდება?! რამე გვჭირს?! რაიმე დეფექტი გვაქვს ქართველებს ბრიტანელებთან შედარებით?! რა დაგვიწუნა ბრიტანეთმა ჩვენ, ქართველებს?! ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რომელიც დიდ-პატარობის ფილოსოფიას ეყრდნობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.