როგორც არასრულწლოვანი, გამოუცდელი ბავშვი, დღეს ასე იქცევა ბრიუსელი. ხელებს იქნევს და მისი ქცევები არასერიოზულია. იმედი მაქვს, ბრიუსელის პოლიტიკა დასერიოზულდება და დაფიქრდებიან რას აკეთებენ და დემოკრატიას პატივს სცემენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ, ამას აქვს ორი ახსნა – ან არის არაპროფესიონალიზმი ან – მავნებლობა. რა თქმა უნდა არცერთი კარგი არ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი და რამენაირად იქნებ გამოსწორდეს. ან თუ არის მავნებლობა, დარწმუნდებიან, რომ სხვა ქვეყნებში მარიონეტებით ჩანაცვლება ვერ მოხდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.