შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ ადამიანებმა საქართველოში ევროკავშირის დროშა აქციეს ძალადობის, ზიზღისა და სიძულვილის სიმბოლოდ – სადაც გამოჩნდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდიან ძალადობით

ევროკავშირის დროშა ამ ადამიანებმა აქციეს ძალადობის, ზიზღისა და სიძულვილის სიმბოლოდ საქართველოში, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ვინც ძალადობას აანონსებს, ვინც პოლიციელების მოსყიდვას ცდილობს, რამდენიმე დღის წინ მათი პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“) თავმჯდომარე და წევრები იყვნენ ბრიუსელში. საკუთარი განცხადებით, ევროკომისიაში ჰქონდათ შეხვედრები და ევროპის სახალხო პარტიის რაღაც შეხვედრაზე გამოვიდნენ. ვინ დაიჯერებდა, რომ ასეთ აბსურდის თეატრში გვექნებოდა საქმე.

დღეს, ფაქტობრივად ევროკავშირის დროშა ამ ხალხმა ძალადობის სიმბოლოდ აქცია. აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ სადაც გამოჩნდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდიან ძალადობით. ეს გაუკეთეს ევროკავშირსა და ბრიუსელს და ამას უხუჭავს თვალს ზოგიერთი ელჩი და მათ შორის ევროკავშირის ელჩი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები