შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას – დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი

ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვნახეთ, რომ ON.GE-მ, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი, გამოაქვეყნა შარშანდელი განცხადება რამდენიმე მოსამართლის, რომელსაც ასაღებდა როგორც ახალ განცხადებას. შემდეგ ვიხილეთ ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლის სამი წლის წინანდელი ისტორია, რომელსაც ის ჰყვება და უკვე ენჯეომ გაასაჯაროვა. ხედავთ უცხოეთიდან დაფინანსებულ მედია ენჯეოს, ენჯეოს, ვხედავთ ხაზარაძის ტელევიზიას, რომელიც აბსოლუტურად კოორდინირებულად და ორკესტრირებულად საინფორმაციო შტურმს ახორციელებს არჩევნების დაზიანების მიზნით. იყო ვითომ გეგმა, სადაც ისიც კი არ იციან პარლამენტი როგორ გამოიყურება ახლა და მისი ჭიშკრები, რომელიც ახლა ორმაგად არის გამაგრებული, ზუსტად ამ შიდა ტერორისტების გამო და იქ არის სამი წლის წინანდელი ფოტოები და ამითაც გაიყიდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები