შალვა პაპუაშვილი: ორ დღეში ამ დროს უკვე გვეცოდინება არჩევნების შედეგები, მათ შორის იმის წყალობით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული იქნა ელექტრონული მთვლელები
ორ დღეში ამ დროს უკვე გვეცოდინება არჩევნების შედეგები, მათ შორის იმის წყალობით, რომ „ქართულის ოცნების“ მიერ შემოღებული იქნა ელექტრონული მთვლელები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ორ დღეში ამ დროს უკვე გვეცოდინება არჩევნების შედეგები, მათ შორის იმის წყალობით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული იქნა ელექტრონული მთვლელები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ფაქტობრივად ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელს ხდის არჩევნების შედეგები ვიცოდეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელთან ერთადაც გავიარეთ ეს საარჩევნო კამპანია. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ბევრი სპეციფიკაა ყველა რეგიონის, მუნიციპალიტეტის, ამიტომ ჩვენი კანდიდატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ყველა იყო ჩართული იმისთვის, რომ ამომრჩევლამდე მიეტანათ მთავარი სათქმელი, რაც გვაქვს სათქმელი ჩვენი ამომრჩევლისთვის გასული ოთხი წლიდან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებიდან და ბოლო ერთი წლის პერიპეტიებიდან, ასევე მომავალ ოთხ წელთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.