მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა და მასთან ერთად ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს  დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას და ინვესტიციების ხელშეწყობას. აღინიშნა, რომ ფრანგული კომპანიების მხრიდან დიდია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სექტორებში. დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა, რომ მხარეები გაააქტიურებენ საქმიანობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები