,,ეს არის პირველი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, როდესაც ეროვნული მასშტაბით ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას ექნება ადგილი, მსგავსად გასული არჩევნების კრიტერიუმისა. 90% ამომრჩევლის შემთხვევაში იქნება უბნები მოდერნიზებული, ხოლო 10%-ის შემთხვევაში ტრადიციული წესით ექნებათ ამომრჩევლებს მონაწილეობის შესაძლებლობა”,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხმის მთვლელ აპარატზე განთავსებული იქნება სპეციალური ქაღალდის საფარი, რომელიც არ ტოვებს სივრცეს სპეკულაციისთვის იმის თაობაზე, რომ თითქოს უკანა მხარეს გამოჟონვის კვალი იძლევა შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირებული იყოს ამომრჩევლის ნება.
„ტრადიციული წესით კენჭისყრის დასრულების შემდგომ ბიულეტენები გაციფრულდება და განთავსდება საჯარო სივრცეში, რაც მისცემს ნებისმიერ მსურველს იმის შესაძლებლობას, რომ მათ აუდიტირება გაუწიონ შედეგებს.
გარდა ამისა, ხმის მთვლელ აპარატზე განთავსებული იქნება სპეციალური ქაღალდის საფარი, რომელიც არ ტოვებს სივრცეს სპეკულაციისთვის იმის თაობაზე, რომ თითქოს უკანა მხარეს გამოჟონვის კვალი იძლევა შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირებული იყოს ამომრჩევლის ნება, რაც აბსოლუტურ უსაფუძვლო ბრალდებას წარმოადგენს და ჩვენ ვიხილეთ გასულ წელს ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი რიგი სპეკულაციები.
იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანმა ინსტიტუციამ არ დავტოვოთ, ან შევამციროთ სივრცე სპეკულაციებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაფარებულიყო საფარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო ფორმაში არასწორად მოთავსებით, ან თუნდაც ის, რომ მარკერის გამოჟონვის კვალმა იარსებოს, ეს კვალიც კი არ იყოს ხილული, რომელიც არ მიცემს ხელს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ კვლავ ამ საკითხით სპეკულაციები განახორციელონ, რომელიც ხელს უწყობს უნდობლობის ჩამოყალიბებას.
ჩვენ ერთის მხრივ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კენჭისყრის დღეს, როგორც წინა შემთხვევაში, სრულად იყოს ფარულობა უზრუნველყოფილი და ზოგადად კენჭისყრის დღის პროცესი იყოს გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამორჩეული, რომელიც მისცემს ნებისმიერ იქ მყოფ უფლებამოსილ პირს იმის შესაძლებლობას, რომ თავად დარწმუნდეს პროცესის ღიაობაში“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.