რა ხდებოდა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს – ტრისტან წითელაშვილი ახალაიას განაჩენს ეხმაურება

.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თვითმხილველი, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრისტან წითელაშვილი ბაჩო ახალაიას და აღნიშნულ საქმეში ბრალდებული კიდევ სხვა მაღალჩინოსნების განაჩენს ეხმაურება.
წითელაშვილი სასჯელის ზომით უკმაყოფილო არ არის, თუმცა აცხადებს, რომ იმ კატეგორიის დანაშაულისთვის, რაც აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ, მოსამართლეს გაცილებით მკაცრი სასჯელის გამოტანა შეეძლო.
.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თვითმხილველი აცხადებს, რომ, ძირითადად, სწორედ მისი და საქმის სხვა მოწმეების ჩვენებებით გამყარდა პროკურატურის მიერ ე.წ. ნავთლუღის ოპერაციის საქმეში მასალები.
სასამართლომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე დაყრდნობით იმოქმედა, რა მტკიცებულებებიც პროკურატურის მხრიდან იქნა წარდგენილი. ახალაიასი და სხვა ბრალდებულების განაჩენი მეტ-ნაკლებად ადეკვატურია. ვფიქრობ, მთავარი როლი საქმის მასალების გამყარებაში ჩვენ მიერ პროკურატურისთვის მიცემულმა ჩვენებებმა შეასრულა“, – განუცხადა “კვირას“ ტრისტან წითელაშვილა.
.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თვითმხილველმა “კვირასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა შინაარსის ჩვენება მისცა რამდენიმე თვის წინ პროკურატურას. წითელაშვილის თქმით, 2006 წლის 12 იანვარს ის ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა, რადგან აღნიშნული ტერიტორია მისი ორგანიზაციის დასაცავ ობიექტს წარმოადგენდა.
“2006 წლის 12 იანვარს დავით ჩუბინიძესთან ერთად ვიყავი. ავტომობილი ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს გავაჩერეთ. დავით ჩუბინიძეს მითითება მივეცი, რომ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიები შეემოწმებინა. მე კი გადავწყვიტე, რომ ადმინისტრაციისა და კიდევ რამდენიმე მიმდებარე შენობა შემემოწმებინა. შემომესმა მანქანის დამუხრუჭების, შემდეგ კი რამდენიმე გასროლის ხმა. ერთ-ერთ კუთხეში დავდექი, საიდანაც ყველაფერი ჩანდა. ისმოდა განწირული ხმები, არ მესროლოთო. დავინახე, რომ რამდენიმე ადამიანი პირდაპირ დამიზნებით ესროდა ამ ადამიანებს. ისინი ძირს დაეცნენ და ცეცხლი შეწყდა. 2 ადამიანი ერთად დაეცა, მე-3 კი – ცოტა მოშორებით. ამ ყველაფერს მე დაახლოებით 20-25 მეტრის მანძილზე ვხედავდი”, – განაცხადა წითელაშვილმა.
მისივე თქმით, მსროლელების ჯგუფს, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები, ერთ-ერთი პიროვნება გამოეყო, ძირს დავარდნილთან მივიდა და ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა.
ეს პიროვნება შემობრუნდა, ნიღაბი მოიხსნა. ამ დროს ნიღბები სხვებმაც მოიხსნეს. ის პიროვნება, რომელმაც მარცხენა მხარეს საკონტროლო გასროლა განახორციელა, დათა ახალაია იყო, დათა ახალაია სატელევიზიო გამოსვლებიდან ვიცანი. ამასთან, მათ კიდევ ერთი პიროვნება გამოეყო, რომელმაც ასევე საკონტროლო გასროლა განახორციელა. მე-2 გასროლას მე-3 მოჰყვა. ეს ახალგაზრდა ბიჭი, ვინც გასროლა განახორციელა, გიორგი მაზმიშვილი იყო”, – განაცხადა წითელაშვილმა.
წითელაშვილი იხსენებს, რომ შავი სპორტული ჩანთა შემოიტანეს, ამოიღეს ავტომატები და გვამებს დაადეს. მისივე თქმით, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და შემდეგ მოიხსნეს, იყვნენ: ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გია დგებუაძე.
დათა ახალაიამ დამინახა და კითხვა დამისვა, თუ ვინ ვიყავი. მე ვუთხარი, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვარ და აქ ამ წამს მოვედი-მეთქი”, – განაცხადა წითელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მას მიესაჯა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს გიორგი მაზმიშვილს კი, 11 წელი მიესაჯა. ძებნილ მეგის ქარდავას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება დათა ახალიას, მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები