“EBRD-მა და ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს, ეს აჩვენებს, რომ არანაირი რევოლუციის მოლოდინი არაა, პირიქით, სტაბილურობის მოლოდინია”- გიორგი ცუცქირიძე

“აზიის განვითარების ბანკმა” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს. ეს პროგნოზები აჩვენებს, რომ არანაირი რევოლუციის მოლოდინი არაა, პირიქით, სტაბილურობის მოლოდინია, სხვანაირად ისინი პროგნოზს არ გაზრდიდნენ”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრებისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა.

“აზიის განვითარების ბანკმა” (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა. წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სავალუტო ფონდმა 6-დან 7,5%-მდე გაზარდა. ეს საკმაოდ მაღალი ზრდაა. “აზიის განვითარების ბანკამდე”, “ევროპის რეკონსტრიქციისა და განვითარების ბანკმაც” (EBRD) თავის პროგნოზი 6-დან 7 %-მდე გაზარდა . აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოდან EBRD-მა პროგნოზი გაზარდა 2,4%-ით, როდესაც ჯერ თებერვალში გაზარდა სექტემბრის პროგნოზი 4,6%-დან 6%-მდე, ცოტა ხნის წინ ასევე კიდევ 1 %-ით გააუმჯობესა.

ეს ბევრი ფაქტორის გამო ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ეს ადგილობრივი არჩევნების წინ
გამოქვეყნებული პროგნოზებია.
ადგილობრივ არჩვენებს ვგულისხმობ იმ თვალსაზრისით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, მოგეხსენებათ, დაანონსებულია “მშვიდობიანი”, თუ “არამშვიდობიანი” რევოლუციები,
ხელისუფლების ცვლილებები და ა.შ. ბუნებრივია, ეს პროგნოზები,
მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ ერთდროულად გამოქვეყნებული, EBRD-ის და ADB-სი, აჩვენებს, რომ მოლოდინი საწინააღმდეგოა, არანაირი რევოლუციის მოლოდინი არ არის, პირიქით, სტაბილურობის მოლოდინია, სხვანაირად ისინი პროგნოზს არ გაზრდიდნენ. ოპოზიციის ნაწილის ეს მოლოდინები ფუჭია, რეალობას აცდენილია, მე რომ მკითხოთ, არასერიოზულიცაა.

რაც შეეხება თვითონ ამ ეკონომიკური ზრდის შედარებას სხვა ქვეყნებთან. ბუნებრივია, ეს
უნდა შევადაროთ რეგიონის ქვეყნებსაც და ევროკავშირის ქვეყნებსაც. ევროკავშირში მაისში ევროკომისიის მოხსენება გამოქვეყნდა. 2025 წელს საშუალო ზრდა 1,1% იქნება. ცალკეულ ქვეყნებში
ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელი 3.5%-ია,
ხოლო, მაგალითად, გერმანიაში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი იქნება, ანუ ეკონომიკა კი არ გაზრდება, პირიქით, შემცირდება.
არანაკლებ საინტერესოა, თუ როგორია მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარება. აქ ვგულისხმობ ბალკანეთის ქვეყნებსაც და ყველა ქვეყანას, მათ შორის, თურქეთს. აქაც საშუალო მაჩვენებელი 2025-26 წლებში კი არ გაიზრდება, პირიქით,
2.5%-ით შემცირდება.

რეგიონში ჩვენ თურქეთსაც ვასწრებთ( 3%-მდეა ზრდა მოსალოდნელი), ასევე აზერბაიჯანსაც. იგივე “აზიის განვითარების ბანკმა” აზერბაიჯანის პროგნოზი არათუ გაზარდა, არამედ შეამცირა. 3,4-დან 2,4%-მდეა ზრდის პროგნოზი, ანუ 1%-ით არის შემცირებული.

სომხეთში ზრდის პროგნოზი, დაახლოებით, 5%-მდეა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, დავადგინოთ და დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება არა მხოლოდ უკვე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტრიბუციის შედეგად, რაც
გასულ წლებში იყო, ასევე შიდა რესურსების, ანუ ადგილობრივი წარმოების და მომსახურების ხარჯზე. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. აქ მთავრობასაც ვგულისხმობ და საქართველოს ეროვნულ ბანკსაც.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ინფლაცია ამ წელს მიზნობრივ, 3%-თან ახლოს იქნება, დაახლოებით, 3, 5%. ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმიტომ, რომ ხშირად არის მაღალი ზრდა, მაღალი ინფლაციით განპირობებული და სხვათა შორის, ეს მაღალი ინფლაცია შემდეგ ზეგავლენას ახდენს, მაღალი ზრდის ნეგატიურ ეფექტზე, ანუ ფაქტობრივად, გაზრდილ შემოსავლებს თავისებურად ანეიტრალებს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები