მაზმიშვილის დედა: ჩემი შვილი იმიტომ დაისაჯა, რომ ბაჩო ახალაიას მეგობარი იყო

ჩემი შვილი იმიტომ დაისაჯა, რომ ბაჩო ახალაიას კურსელი და მეგობარი იყო, – ამის შესახებ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი მაზმიშვილის დედამ – მარინა მაზმიშვილმა განაცხადა.
„ერთი შვილი მყავდა და დავკარგე. მე დასაკარგი არაფერი აღარ მაქვს. ჩემი შვილი იმიტომ დაისაჯა, რომ ბაჩო ახალაიას კურსელი და მეგობარი იყო, სხვა არაფერი. ისე გამწარდნენ, როგორც მე გავმწარდი, ამ წუთიდან შვილდაკარგული დედა ვარ “, – განაცხადა მარინა მაზმიშვილმა.
ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მას მიესაჯა.
რაც შეეხებათ დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს გიორგი მაზმიშვილს კი 11 წელი მიესაჯა. ძებნილ მეგის ქარდავას, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები