THESUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“ – ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ
ბრიტანული გამოცემა Thesun-ი აქვეყნებს ვიდეო კადრებს, როდესაც ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ.
ვიდეოში ნაჩვენებია გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი შედეგები.
ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ და მაცხოვრებლებს მოუწოდა, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.
„ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ტერიტორიას“, – დაწერა ადამსმა X-ზე.