“ჰამასი” ტრამპის გეგმაზე საპასუხო რეაგირებას განიხილავს – ისრაელი დარტმებს განაგრძობს
ისრაელმა ოთხშაბათს ღაზაში შეტევა განაგრძო, რომლის დროსაც, სულ მცირე, 16 პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ apnews-ი წერს.
დაღუპულთა შორის არიან ადამიანები, რომლებმაც თავშესაფარი ღაზას ქალაქში იძულებით გადაადგილებულ პირთა სკოლაში ეძებეს.
ოთხშაბათს, იმავე საავადმყოფოში ათობით ადამიანი დაესწრო პალესტინელი ფრილანსერი ჟურნალისტის, იაჰია ბარზაკის დაკრძალვის ცერემონიას. ის სამშაბათს, დეირ ალ ბალაჰში, თურქული ტელევიზიის TRT-სთვის მუშაობის დროს, კიდევ ხუთ ადამიანთან ერთად საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, რეგიონში 200-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” მეთაურობით მოქმედი მებრძოლების მიერ ისრაელზე განხორციელებულმა თავდასხმამ ომი გამოიწვია.
ამასთან, “ჰამასმა” ტრამპის გეგმაზე განაცხადა, რომ პასუხის გაცემამდე მას როგორც ჯგუფის შიგნით, ასევე სხვა პალესტინურ დაჯგუფებებთან ერთად შეისწავლის.