ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლულის მშობელი: ასეთი ჯალათებისთვის ეს სასჯელი ძალიან მცირეა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას განაჩენის გამოცხადებას 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ახალგაზრდების მშობლები ესწრებოდნენ. გარდაცვლილების ოჯახის წევრები სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილონი არიან, რადგან, მათი განცხადებით, ისინი უმაღლეს სასჯელს ელოდებოდნენ.
„ბევრი ახალი დეტალი გამოიკვეთა, სასამართლოს ვესწრებოდი და ვიცოდი განაჩენი რა იყო. მე ველოდი უმაღლეს სასჯელს, ასეთი ჯალათებისთვის ეს სასჯელი ძალიან მცირეა, მათ უვადო პატიმრობა ეკუთვნოდათ. თავიდან არაფერი არ ვიცოდი, – ვინ მეტყოდა, შენი შვილი უნდა მოვკლათო. ესენი არიან მკვლელები“, – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები