სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
2025 წლის 30 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა სათათბირო ორგანოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა და საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მოწვეულ წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საბჭოს ახალმა წევრებმა სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და საბჭოს წევრების მიერ დაყენებული საკითხები განიხილეს.
საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრას ფასილიტაცია სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ გაუწია.
სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს 39-ე შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.