სებ-ის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა კენიელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

სებ-ის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა კენიელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა შეფასებული, როგორც წარმატებული.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, ასევე ფინანსური ბაზრების მართვის ჩარჩო და ინსტრუმენტები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა შეფასებული, როგორც წარმატებული და სამაგალითო მოდელი. მოხარულები ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს გავუზიაროთ“, – აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

„საგანმანათლებლო სივრცის“ პროექტის ფარგლებში, სებ-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები