“საქართველოს ინტერესი არის მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა და ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ამას ვერ ეგუებიან ის ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ებრძვიან” – მათიკაშვილი

“ხელისგულზეა ყველაფერი. მაშინ ხდება მცდელობა, სუბიექტურად, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენო სხვა ხალხი, სხვა ერი, სხვა მიწა-წყალი, როდესაც ეს კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ჭრილში არის მნიშვნელოვანი გარე ძალებისთვის, „დიფ სთეიტისთვის“, იმ პროცესებისთვის, რაც 3-4 წლის წინ დაიწყო ევროპის კონტინენტზე და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბოლო ამ ყველაფერს არ უჩანს”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სანამ ჯერ კიდევ არის სასურველი შესაძლებლობები სხვადასხვა ძალებისთვის, რომ გამოიყენონ ეს ტერიტორია, ხალხი და ერის სურვილები, ემოციური მოცემულობა, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი და ა.შ. და ეს ყველაფერი მომართონ ამ სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ და ეს ხალხი და ქვეყანა ომში ჩართონ, ეს კიდევ იქნება დღის წესრიგში. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, გამოხატავს ჩვენი ერის ინტერესებს და ჩვენი ერის ინტერესი არც ომში ჩართვაა, არც ვინმესთვის სანქციების დაწესებაა და არც სხვა საეჭვო პროცესებში საქართველოს მონაწილეობა. საქართველოს ინტერესი არის მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა და ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ამას ვერ ეგუებიან ის ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ებრძვიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები