“26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება” – მეტეოროლოგი

“მომდევნო 2 დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფანტერაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით.

“დღის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19-დან +21°C-მდე იმერყევებს.

ეს ტემპერატურული ფონი კლიმატურ სტატისტიკასთან მიმართებით ნორმაა და ამასთანავე კომფორტული.
სასიამოვნო დღეებს გისურვებთ”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები