შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას
,,პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური მიზანი.
„პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც პარლამენტის მხრივ სრულდება საკანონმდებლო ბაზის სრულყოფით და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იმით, რომ მობილიზებული იყვნენ და კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.