NASA-ს განცხადებით, იმედოვნებს, რომ ასტრონავტებს მთვარის გარშემო ათდღიან მოგზაურობაში 2026 წლის თებერვალში გაგზავნის,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ადრე აიღო ვალდებულება, რომ გაშვებას არაუგვიანეს აპრილის ბოლომდე განახორციელებდა, თუმცა განაცხადა, რომ მისიის დაჩქარებას ისახავს მიზნად.
მედიის ცნობით, 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა მთვარეზე ეკიპაჟით დაკომპლექტებული მისია განახორციელეს.
NASA სისტემების შესამოწმებლად ოთხ ასტრონავტს გაგზავნის. „არტემის II“-ის მისია „არტემისის“ პროგრამის მეორე გაშვებაა.
სამხედრო-სამოქალაქო სააგენტოს განცხადებით, ფრენა, რომელიც დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, მთვარის ორბიტის შემოვლას გულისხმობს, თუმცა არა მის ზედაპირზე დაშვებას. ეკიპაჟის წევრები იქნებიან NASA-ს წარმომადგენლები: რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჯერემი ჰანსენი.
მისიის მიზანია რაკეტისა და კოსმოსური ხომალდის სისტემების ტესტირება, რათა მთვარეზე დაშვებისთვის მოემზადოს.
NASA-ს ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილემ, ლაკიეშა ჰოკინსმა, განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ადამიანის კოსმოსის შესწავლაში.