კახა კალაძე: ოპოზიცია რადარებიდან გაქრა და ის მხარდამჭერებიც დაკარგა, ვინც ჰყავდა

„4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რადგან მისი თქმით, ის მხარდამჭერებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდათ.

„რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე გაკეთებულ განცხადებებს, ყველა წყალწაღებული ამაზე საუბრობს. მათ არანაირი რესურსი, მხარდაჭერა არ გააჩნიათ, არიან განულებულები, როგორც პოლიტიკოსები და როგორც ადამიანები. მათი განცხადებები, რასაც ვისმენთ, საერთოდ არავის აინტერესებს. ოპოზიცია რადარებიდან გაქრა. ის მხარდამჭერებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდეთ. მსგავსი სულელური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ და მეტი არაფერი.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც საკრებულოების, ასევე მერების დონეზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები