ლევან მაჭავარიანი: თუ 4 ოქტომბერს რაიმე რადიკალიზმს ექნება ადგილი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ამ რადიკალურ ჯგუფებს, არამედ იმ ევრობიუროკრატებსა და ელჩებს, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ

,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

“როგორც არ უნდა ეცადონ, რომ შეფარული იყოს ის ძალადობა, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ ამ აქციაზე, ჩვენი მოქალაქეები ამ აქტორებს ძალიან კარგად იცნობენ და ისიც იციან, რომ ტრენინგებზე გაწვრთნილი ახალგაზრდები ჰყავთ, სამწუხაროდ. ეს მხოლოდ საქართველოში არაა ასე. მსგავსი ჯგუფები, ანალოგიური ტაქტიკით მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყანაში. მოწადინებულები არიან, რომ პოლიციელები წყობიდან გამოიყვანონ და შეტევა განახორციელონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ვინც კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გავა, კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება. მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყვნენ. პროტესტის უფლება ყველას აქვს, შეუძლიათ, წლობით აპროტესტონ, რაც არ მოსწონთ, უბრალოდ, არ გავიდნენ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებიდან. თუ 4 ოქტომბერს რაიმე რადიკალიზმს ექნება ადგილი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ამ რადიკალურ ჯგუფებს, არამედ იმ ევრობიუროკრატებსა და ელჩებს, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ”- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები