ნინო ფოჩხუა: საზოგადოება კარგად ხედავს დიპლომატების და აქაური აგენტურის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც “ომის პარტიისგან” იმართება
,,რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო აქტიურდებიან ქვეყანაში მყოფი “დიფ სთეითის” მსახური აკრედიტებული ელჩები. რაც დრო გადის, ისინი კიდევ უფრო ღიად ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არ ერიდებიან ღია ომს და იმ ახალგაზრდების დაფინანსებას, რომლებიც გამოირჩევიან სიძულვილის ენით და დიდ როლს ასრულებენ საზოგადოების გახლეჩვაში, რაც სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაა”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს დიპლომატების და აქაური აგენტურის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც “ომის პარტიისგან” იმართება.
„რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო აქტიურდებიან ქვეყანაში მყოფი “დიფ სთეითის” მსახური აკრედიტებული ელჩები. რაც დრო გადის, ისინი კიდევ უფრო ღიად ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არ ერიდებიან ღია ომს და იმ ახალგაზრდების დაფინანსებას, რომლებიც გამოირჩევიან სიძულვილის ენით და დიდ როლს ასრულებენ საზოგადოების გახლეჩვაში, რაც სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაა. განსაკუთრებით გამოირჩევიან, ჰოლანდიის, გერმანიის, ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები, მათ არც ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნების ელჩები ჩამორჩებიან ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიაში. საზოგადოება კარგად ხედავს დიპლომატების და აქაური აგენტურის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც “ომის პარტიისგან” იმართება. რაც შეეხება ზემოთ ნახსენები ელჩების გაძევებას ქვეყნიდან, ეს ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან მათი ქვეყნის მთავრობებიც ისევე ემორჩილებიან “დიფ სტეიტის” დავალებებს, როგორც ელჩები, და ერთი აგენტის მეორით ჩანაცვლება შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ცალმხრივად გააგრძელოს ურთიერთობა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, სწორი გადაწყვეტილებაა. იმედს ვიტოვებ, ასე აღარ გაგრძელდება, ყველაფერი დალაგდება, როდის ყოფილა ბოროტებას გაემარჯვა სიკეთეზე.“ – წერს ნინო ფოჩხუა.