შალვა პაპუაშვილი: ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ იმიტომ, თუ როგორც ხდება ეს ყველაფერი

,,მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ, თუმცა მაქვს რჩევა, ჩაატაროს არჩევნები და ქართველი ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც ვხედავთ, მას თავის დროზე არჩევნებზე უკრაინელი ხალხი გასცემს პასუხს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა.

„ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ იმიტომ, თუ როგორც ხდება ეს ყველაფერი. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 % დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკით, მოსახლეობის 40% გაქცეულია ქვეყნიდან და ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა. ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის.

ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ომშია უკრაინა და ჩვენ ვერიდებით ზედმეტ კომენტარებს, შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეცსამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი იმისთვის, რომ საქართველო აერიათ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატარება უნდოდათ, ამას გვიკეთებს მისი ხელისუფლება, რომ აქ შეიძლება აიწიოს ნახევარი ქალაქი იმის გამო, რომ მათ რაღაც მიზნები აქვთ. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ. თუმცა, მე მექნებოდა 2 რჩევა. პირველი, გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას უკრაინელი ხალხი გასცემს. ქართველი ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც ვხედავთ, მას თავის დროზე არჩევნებზე გასცემენ პასუხს. მეორე, გაითვალისწინოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი. უმადურობა მით უმეტეს, როდესაც ომშია ქვეყანა, არის ძალიან ცუდი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები