“ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის”, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
„მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ამ დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ უნდა დაარღვიოს. ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით, ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს. ამ შემთხვევაში ვენის კონვენციას, რომელიც სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან აბსოლუტურად უგულებელყოფილია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.