„გავაგრძელებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ყოფნას, ვინაიდან ელჩი დღეს არის, ხვალ არ იქნება, მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს” – მაჭავარიანი

“ჩვენ ვართ შემდგარი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, როდესაც რიგი ელჩები ასე ღიად და თავხედურად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღვივებას, ფოტოსესიებს ატარებენ ისეთ აქტივისტებთან, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით და ფაშისტური მიდგომებით, მნიშვნელოვანია რაღაც ნაბიჯის გადადგმა”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან თქვა, გერმანიის ელჩი “ისეთ ნაბიჯებს დგამს და ისეთი რიტორიკით საუბრობს, რომ პირდაპირ ოპოზიციური პარტიის წევრად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ”.

„გავაგრძელებთ ცალმხრივი მეგობრობას რეჟიმში ყოფნას, ვინაიდან ელჩი დღეს არის, ხვალ არ იქნება, კონკრეტული ევრობიუროკრატი დღეს არის, ხვალ არ იქნება, მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. ბატონ ფიშერთან დაკავშირებით პირველი დავიწყებ იმით, რომ მამუკა ხაზარაძის მდგმურია, აქ უკვე ცალსახად იკვეთება პოლიტიკური კორუფციის ნიშნები. იგი პოზირებს ისეთ ბანერებთან, სადაც წერია სიტყვა მონა, დადის სასამართლო პროცესებზე, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს, აგულიანებს ყველაზე რადიკალურ, ექსტრემისტ დემონსტრანტებს და ა. შ. ანუ აღვივებს პირდაპირ პოლარიზაციას ჩვენ ქვეყანაში და თავი რაღაცად წარმოუდგენია. ისეთ ნაბიჯებს დგამს და ისეთი რიტორიკით საუბრობს, რომ პირდაპირ ოპოზიციური პარტიის წევრად შეგვიძლია, წარმოვიდგინო. დაბარება იყო აუცილებელი, თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ, რომ რაღაც რადიკალური ნაბიჯები ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ ქვეყნებთან მეგობრობას და ვიცით, რომ ეს ელჩები და ევრობიუროკრატები დროებით არიან და მოვა დრო, როდესაც გაჯანსაღდება სიტუაცია თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, მმართველ რგოლს ვგულისხმობ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ ხიდები დავწვათ კონკრეტულ ქვეყნებთან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები