საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს.
დიპლომატი საგარეო უწყებაში უკვე იმყოფება.
შეხვედრის დაწყებამდე, ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რა საკითხთან დაკავშირებით არის დიპლომატი საგარეო უწყებაში დაბარებული, ცნობილი არ არის.
გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი იყო დაბარებული – საუბრის მთავარი თემა “დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” ვენის კონვენციის დარღვევა იყო.