სირიის ლიდერი გაერო-ში: ჩვენი ქვეყანა მსოფლიო არენაზე ბრუნდება

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირია უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო ერებს შორის“.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ექვს ათწლეულში, როდესაც სირიის ლიდერმა უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნას მიმართა.

“სირია იბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო ერებს შორის. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი თურქეთს, კატარს, საუდის არაბეთს, ყველა არაბულ და ისლამურ სახელმწიფოს, ევროკავშირს და აშშ-ს.

სირიამ ყველაზე კარგად იცის ომისა და განადგურების შედეგები. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვიდგებით ღაზაში მყოფი ხალხის გვერდით. სირიის ისტორია არ დასრულებულა. ის აგრძელებს ახალი თავის წერას სათაურით: „მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება“, – განაცხადა სირიის ლიდერმა.

ალ-შარაამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მოიხსნას სირიის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები, რომლებიც მისი თქმით, „სერიოზულად აზიანებს ქვეყნის მოსახლეობას და აფერხებს ეკონომიკურ აღორძინებას“.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონულ უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ სირია მზად არის დიალოგისთვის, თუმცა გააკრიტიკა ისრაელის მხრიდან განხორციელებული ავიაიერიშები.

ექსპერტების შეფასებით, შარაას გამოსვლა სირიის საგარეო პოლიტიკის ახალი ფაზის დასაწყისს აღნიშნავს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია სანქციების საკითხზე ჯერჯერობით გაურკვეველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები