ლევან კოჭლოშვილი რადიკალებს: თქვენ ის კოლექტიური „ლევან ბერძენიშვილები” ხართ, რომლებმაც მეზარბაზნეების არ ყოლით გასცეს არა მხოლოდ მეფე ერეკლე, არამედ საქართველო!

„არ გაქვთ საფუძველი, არც ძალა, მხოლოდ ქილიკი, რომელიც ისტორიას ვერ შეცვლის!” – ასე მიმართა „ხალხის ძალის” წევრმა ლევან კოჭლოშვილმა,  ყველა იმ რადიკალს, რომელმაც ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა ქილიკის საბაბად გამოიყენა. მანვე აღნიშნა, რომ ქილიკი ოპონენტების უძლურებაზე და ისტორიული განათლების ნაკლებობაზე მიუთითებს.

„მეფე, რომელიც ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ბრძოლებში იყო, რიგით მეომრებთან ერთად იღებდა ხმალს. მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა — ეს მაგალითი ერთგულებისა და თავდადების გზამკვლევია! ქართლისა და კახეთის გაერთიანება, გაყოფის დასასრული, ქვეყნის გამაგრება, ჯარისა და ეკონომიკური რეფორმები — ეს იყო ერეკლე II-ის სიმტკიცე!

და ვინც ერეკლე მეფის ძეგლზე ქილიკს ატეხს, კარგად უნდა იცოდეს: თქვენი უძლურება, მცირეწლოვნება და ისტორიული განათლების ნაკლებობა აშკარად გამოიხატება თქვენი ქცევით.

თქვენი პროტესტი მხოლოდ უსუსურობის დემონსტრაციაა! გაგიკეთებიათ ან აკეთებთ თქვენ საქართველოსთვის რაიმე ღირებულს, რომ ერეკლე II-ის შექმნილ დიდებულ ისტორიას ეწინააღმდეგებოდეთ? არ გაქვთ საფუძველი, არც ძალა, მხოლოდ ქილიკი, რომელიც ისტორიას ვერ შეცვლის!

თქვენ ის კოლექტიური „ლევან ბერძენიშვილები” ხართ, რომლებმაც  მეზარბაზნეების არ ყოლით გასცეს არა მხოლოდ მეფე ერეკლე, არამედ საქართველო!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან კოჭლოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები