Reuters: ევროკავშირის „სარეპარაციო სესხი“ უკრაინისთვის შესაძლოა 130 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს

ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი „სარეპარაციო სესხი“ შესაძლოა 130 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს, – ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, თანხის ოდენობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინის დაფინანსების საჭიროებების 2026 და 2027 წლებში შეფასების შემდეგ დაზუსტდება.

კიევისთვის „სარეპარაციო სესხის“ გაცემის იდეა, რომელიც დაფუძნებულია 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთში გაჩერებული რუსული აქტივების ნაღდი ფულის ბალანსებზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 სექტემბერს წამოაყენა.

სესხს, რომლის მიზანიც კიევის საომარი მოქმედებების დაფინანსებაა, უკრაინა მხოლოდ მას შემდეგ დაფარავს, რაც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთისგან რეპარაციებს მიიღებს. მან განაცხადა, რომ რისკს ერთობლივად აიღებენ ევროპის და შესაძლოა, G7-ის სხვა ქვეყნებიც.

ევროპაში რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი, რომლის ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდ ევროს შეადგენს, ბელგიის ცენტრალური ფასიანი ქაღალდების საცავში, Euroclear-ში ინახება. ოფიციალური პირების თქმით, Euroclear-ის აქტივებიდან 175 მილიარდი ევრო უკვე დაიფარა და ნაღდ ფულად გადაიქცა, რაც შეიძლება ახალი სესხის საფუძველი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები