„შეწყვიტეთ მკვლელობები, დაამყარეთ მშვიდობა“ – რუბიომ ლავროვს აშშ-ში შეხვედრის დროს რამდენიმე პირობა წაუყენა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ.

შეხვედრა მხარეებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა დაადასტურა. შეხვედრის დროს რუს მინისტრს რამდენიმე პირობა წაუყენეს.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეჩერების შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები