ირაკლი სესიაშვილი: სიმბოლურია როცა გივი თარგამაძე მოიწვიეთ დღეს ეთერში და გვიკითხავს მორალს

 

  სიმბოლურია როცა გივი თარგამაძე მოიწვიეთ დღეს ეთერში და გვიკითხავს მორალს, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის ეთერში უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. “ალბათ სიმბოლურია როცა გივი თარგამაძე მოიწვიეთ დღეს ეთერში და გვიკითხავს მორალს პოლიცია როგორ უნდა იცავდეს წესრიგს. ასევე სიმბოლურია, როცა გოგა ონიანი გვიკითხავს მორალს და იგი იყო ზონდერი და მომიტინგეებს უსწორდებოდა. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, თუ როგორ უმკლავდება დღეს განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო და მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს ხედვა აბსოლუტურად სწორია. მე არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებებზე კიდევ ერთხელ ვისაუბრო. მთავარი “ნაციონალური მოძრაობისთვის თვითგადარჩენაა. ჩვენ სასამართლო ხელისუფლებაში მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და სახელმწიფო სწორად და მიზანმიმართულად აგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “რეაქციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები