მიხეილ ხუბუტია ღია სააქციო საზოგადოება “Ильинское подворье”–ს ერთადერთი მესაკუთრე გახდა

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ღია სააქციო საზოგადოება “Ильинское подворье”–ს ერთადერთი მესაკუთრე გახდა.
საუბარია „Премьер  Инвест“–ის მიერ იმ სააქციო საზოგადოების აქციათა 49%–იანი პაკეტის შესყიდვაზე, რომლის მფლობელობაშიც შედის „Гостинный Двор“–ი ილიინკაზე და რომლის მესაკუთრე მანამდე მოსკოვის მთავრობა გახლდათ.

„თავდაპირველად მაღალი ფასი დასახელდა, ამდენად პაკეტის შესყიდვის გადაწყვეტილება იმთავითვე არ ყოფილა მიღებული, ის მხოლოდ მოგვიანებით, მას შემდეგ მივიღეთ, რაც მოსკოვის ხელისუფლებამ აქტივის საჯარო წინადადების გზით გაყიდვა გადაწყვიტა. ინტერესით ვადევნებთ თვალს იმას, თუ როგორ ვითარდება რუსეთის დედაქალაქი. დარწმუნებული ვარ, „Гостиный двор“ კარგად ჩაეწერება მოსკოვის ცენტრის რესტრუქტურიზაციის პროცესსა და მომავალ პარკ „Зарядье“–ში. გვესმის, რომ ჩვენი მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს დედაქალაქის მაღალ სტანდარტს, ამდენად მივიღეთ გადაწყვეტილება, „Гостиный двор“–ის მოედნებზე გაიხსნას ოტელი Accor-MGallery და არა  Novotel, როგორც ადრე იგეგმებოდა. ვვარაუდობთ, რომ ეს 2015 წლის ბოლოსთის განხორციელდება“ – განაცხადა აუქციონის შედეგების კომენტირებისას თავად მიხეილ ხუბუტიამ.
ცნობისთვის: „Премьер Инвест“–ი ჯერ მზად იყო, ლოტში 618,5 მილიონი რუბლი გადაეხადა, რაც თავდაპრეველი წინადადების – 1,237 მლრდ რუბლის 50%–ს შეადგენდა.
სააქციო საზოგადოების საკუთრებაშია „Гостиный двор“–ის 15 481,6 კვ.მ. ფართი, რომელიც ილიინკის ქუჩაზე, #4–ში მდებარეობს და რომელიც ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. ღია სააქციო საზოგადოების უძრავი ქონება განთავსებულია 5 241,0 კვ. მეტრი ფართის მიწაზე.
წესდების თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „Ильинское подворье“ „Гостиный двор“–ის ნაწილში სამუშაოთა მთელი კომპლექსითაა დაკავებული, რომლის მიზანს სასტუმროს შემცველი ბიზნეს–ცენტრის შექმნა და სრული მოწყობა წარმოადგენს შემდგომი ექსპლუატაციითა და შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფით.

ცნობისთვის: მიხეილ ხუბუტია უკვე აწარმოებს სასტუმროების ორი პროექტის რეალიზაციას. მათ შორისაა ოტელი „ვოლგა“ 268 ნომრით დიდ სპასსკაიაზე (მის მართვას ასევე Accor განახორციელებს) და 120–ნომრიანი ობიექტი პრეჩისტენსკაიას სანაპიროზე (მმართველი კომპანია ჯერ განსაზღვრული არ არის).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები