სომხეთში პარაკარის თემის ოპოზიციის ლიდერი მოკლეს

ერევნის მახლობლად მდებარე პარაკარის თემის ხელმძღვანელი და სომხეთის ოპოზიციური პარტიის, „ქვეყანა სიცოცხლისთვის“ წარმომადგენელი ვოლოდია გრიგორიანი, ღამით საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს,- ამის შესახებ, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

გრიგორიანის გარდა, ასევე დაიღუპა მისი მეგობარი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ხოლო კიდევ ერთი პირი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხოლოდ ერთი მკვლელი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული დაგმო პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე უნდა გახსნას.

როგორც ცნობილია, ვოლოდია გრიგორიანი პარაკარის თემის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის აპრილში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია„სამოქალაქო შეთანხმების“ კანდიდატი, ლუდვიგ გიულნაზარიანი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები